შაბათი, 20.04.2024, 07:53

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » პენელოპა კრუზი ”გიჟი ესპანელი დედაა”
12:24
პენელოპა კრუზი ”გიჟი ესპანელი დედაა”

ბოლო დროს პენელოპა კრუზი საზოგადოებას ემალება. მშობიარობის შემდეგ ჰოლუვუდის მსახიობი მთელ დროს ახალშობილ ლეოს უთმობს. ამ დღეებში პაპარაცებმა პენელოპა და მისი მეუღლე ჰავიერ ბარდემი გადაიღეს.

დედობა პენელოპას ძალიან მოუხდა. მსახიობს მუცელი თითქმის აღარ ეტყობა, მკერდის ზომა კი მნიშვნელოვნად გაეზარდა. პენელოპა ახალშობილს თავად კვებავს და ჰოლივუდის სხვა დედებს არ ბაძავს, რომლებსაც მოხდენილი სხეულებისთვის ახალშობილი შვილები ხელოვნურ კვებაზე გადაჰყავთ. მსახიობს არაერთხელ უთქვამს, რომ შვილის გაჩენის შემდეგ მთლიანად ბავშვს მიუძღვნიდა თავს.

ლეო ენსინას კრუზს (ახალშობილის სრული სახელი) ბედნიერი ბავშვობა უზრუნველყოფილი აქვს.

ამჟამად პენელოპა და ჰავიერი "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიისთვის ემზადებიან, რომელიც 27 თებერვალს გაიმართება. შესაძლებელია, წყვილი შინ ოსკარით ხელდამშვენებული დაბრუნდეს: ჰავიერი ფილმში "ლამაზი" განსახიერებული როლისთვის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაზეა წარდგენილი.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 890 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 1
1 marika_:):):)  
0
biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin magaria ra penelopa. espaneli rom aris etyoba

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]