მსურს პერისად მიცნობდნენ და არა როგორც ჰილტონის შვილიშვილად.
ერთადერთი ადამიანი, ვინც ყველაზე კარგად მიცნობს, ჩემი და ნიკია.
როცა საქმე ჩემს მეგობრებს ეხებათ, მაშინ მსოფლიოში ყველაზე სათნო და ლოიალური ქალი ვხდები, მათი ბედნიერებისათვის მაქსიმუმის გაკეთება შემიძლია. თუმცა მხოლოდ იმ ხალხთან ვმეგობრობ, ვისაც ჩემდამი იგივე დამოკიდებულება აქვს. სხვა შემთხვევაში, ძალზედ მტკივნეულია.
ციხეში ყოფნისას ვერავის ვეხუტებოდი. პირველი რაც იქიდან გამოსულმა გავაკეთე, დედას გადავეხვიე.
ბავშობაში ვეტერინარობა მსურდა, თუმცა მას შემდეგ რაც შევიტყე, რომ ცხოველების დაძინება მომიწევდა, გადავიფიქრე.
პატარაობაში ჩემით აღფრთოვანებულნი იყვნენ, ფოტოებს მიღებდნენ და ქერა ნიმფას მეძახდნენ, ისევე როგორც ახლა.
ხალხს შტერი ვგონივარ, თუმცა ვთვლი, რომ ბევრ თქვენგანზე ჭკვიანი ვარ.
ვთვლი, რომ ჩემგან კარგი მსახიობი გამოვა, მინდა ეს საკუთარ თავს და ყველას დავუმტკიცო.
მსოფლიოში ჩემი მსგავსი არავინაა, ყველა ათწლეულს მერილინ მონროსა და პრინცესა დიანას მსგავსად თავისი ქერა ხატი ჰყავს, ამ ათწლეულის ხატი მე ვარ.
არასოდეს ვიცვამ ერთი და იმავე სამოსს ორჯერ, ყველა გამოყენებული ნივთი საქველმოქმედო აუქციონზე მიდის, მაგრამ არის კაბები, რომელთაც ჩემი ქალიშვილებისთვის ვინახავ.
შური არ მახასიათებს და არ მესმის ხალხს ერთმანეთის ასე რატომ შურს, გაუკეთეთ ადამიანებს სიკეთე და გიხაროდეთ მათი კარგი - ეს აურას წმენდს.
სახლში მერილინ მონროს უამრავი ფოტო მაქვს და მინდა მას ვიცნობდე.
არა მგონია ჩემზე 50 წლის შემდეგ ილაპარაკონ.
გაზეთებს არასდროს ვკითხულობ, მხოლოდ ელიტურ ქრონიკას ვავლებ თვალს, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ გავიხსენო გასულ კვირას რა მეცვა და როგორ გამოვიყურებოდი.
თუ თქვენ ლამაზი სახე გაქვთ, ხელოვნური მკერდი არაფერში გჭირდებათ.
ჩემს გარეგნობაში ბევრი რამ არ მომწონს. ფეხი 40 ზომა მაქვს და ეს საშინელებაა.
მიყვარს მამაკაცები, ისინი ხომ ძალზედ სასაცილოები არიან და სრული სერიოზულობით ფიქრობენ, რომ ქალებზე მეტი შეუძლიათ.
მნიშველობა არ აქვს, როგორ გამოიყურება ქალი, თუ იგი თავდაჯერებულია, თავდაჯერებულობა უკვე სექსუალურობაა.
მე ყოველთვის დამდევენ გიჟები, თუმცა მივეჩვიე ასე ცხოვრებას.
ბოროტების საფუძველი ფულში არაა, ის დარდსა და მოწყენაშია.
სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყოველთვის ლამაზად ჩაიცვით, რომ გამოირჩეოდეთ.
რაც შეეხება კრიზისს, არ მანაღვლებს: ჩემი ფული საიმედო აქციებშია.
ამბობენ, სექსი 30-ის მერე უფრო მაგარიაო - ვნახოთ!