მთავარი » 2011 » იანვარი » 18 » პიკემ შაკირასთან რომანი კატეგორიულად უარყო
15:28 პიკემ შაკირასთან რომანი კატეგორიულად უარყო |
"ბარსელონას" ფეხბურთელს ჟერარდ პიკეს იმდენი ეძახეს, გინდა თუ არა, კოლუმბიელი პოპმომღერალი შაკირა გიყვარს და არ ამხელო, რომ შეწუხებულმა პიკემ ამ ბრალდებისგან თავი საჯაროდ დაიცვა. ეჭვები პიკესა და შაკირას რომანზე გაჩნდა, როცა მომღერალმა მეგობარ მამაკაცთან, არგენტინის ექსპრეზიდენტის ვაჟთან - ანტონიო დე ლა რუასთან განშორების შესახებ ხმამაღლა განაცხადა. შაკირას და ანტონიოს შორის 11-წლიანი ურთიერთობის თავზე შავმა კატამ მას შემდეგ გაირბინა, რაც 2010 წელს სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე კოლუმბიელ ვარსკვლავსა და ესპანელ ფეხბურთელს გვერდიგვერდ ხედავდნენ. ახლახან კი, ციურიხიდან ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ, სადაც პიკე ფიფას "ოქროს ბურთის" ლაურეატთა დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდა, ფეხბურთელს ადგილობრივმა რეპორტიორებმა შეკითხვები დააყარეს - შაკირისა და ლა რუას გაყრაში წვლილი ხომ არ მიგიძღვისო. შაკირას ხსენებაზე პიკემ ცნობისმოყვარე ჟურნალისტებთან თავი მოიკატუნა: "უი, რას ამბობთ, დაშორდნენ? ეს-ესაა ჩამოვედი ციურიხიდან...ამ ამბისა არაფერი ვიციო". მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით.
|
კატეგორია: ჭორები |
ნანახია: 875 |
დაამატა: Smileyz_xato
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|