ხუთშაბათი, 02.05.2024, 00:40

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 19 » პიტმა და ჯოლიმ მათი "განქორწინების ავტორებს” სასამართლო პროცესი მოუგეს
16:37
პიტმა და ჯოლიმ მათი "განქორწინების ავტორებს” სასამართლო პროცესი მოუგეს

ჰოლივუდის მსახიობებმა ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ბრიტანულ ტაბლოიდს News of the World-ს სასამართლო პროცესი მოუგეს. ტაბლოიდმა წყვილის განქორწინების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ამის შესახებ BBC News-ი იტყობინება.
ლონდონის უზენაესი სასამრთლოს გადაწყვეტილებით, გაზეთი მსახიობებს კომპენსაციას გადაუხდის, რომლის ოდენობაც არ სახელდება. თუმცა ცნობილია, რომ თანხა ჯოლისა და პიტის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის - Jolie-Pitt Foundation-ის ანგარიშზე გადაირიცხება.
2010 წლის იანვარში ტაბლოიდმა News of the World-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პიტი და ჯოლი განქორწინებას აპირებდნენ. სტატიაში ასევე ნათქვამი იყო, რომ მსახიობებმა ადვოკატებს მიმართეს და ქონების განაწილებასა და ბავშვებზე მოურვეობასთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტიც მოამზადეს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ წყვილთან დაახლოებულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ News of the World-ის სტატიაში მოყვანილი ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
2010 წლის თებერვლის დასაწყისში ანჯელინა ჯოლიმ და ბრეტ პიტმა ცილისწამების გამო ტაბლოიდის წინააღმედ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სასამართლო პროცესებს წყვილი არ ესწრებოდა. საქმის განხილვის შედეგად News of the World-ი სტატიის გამოქვეყნებას დათანხმდა, რომელშიც წყვილის წინაშე ბოდიშს მოიხდიდა.
ანჯელინასა და ბრედს შორის რომანი 2005 წელს ფილმ ”მისტერ და მისის სმიტებში” გადაღების დროს დაიწყო. მაშინ პიტი სერიალ ”მეგობრების” ვარსკვლავ ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული. როდესაც ენისტონმა მეუღლის ღალატის შესახებ შეიტყო, სასამართლოში განქორწინების მოთხოვნით განცხადება შეიტანა.
ჯოლი და პიტი ექვს შვილს ზრდიან: სამ - საკუთარსა და სამ - ნაშვილებს. 2010 წლის გაზაფხულზე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვებმა მშობლები ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებაზე დაითანხმეს, თუმცა ისინი ჯერაც არ დაქორწინებულან.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 889 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]