ნაოჭები, რომ არავის უხდება ყველამ კარგად ვიცით. განსაკუთრებით ჰოლივუდის ვარსკვლავებს, რომელთა გარეგნობაც მისაბაძი მაგალითია მსოფლიოში გაბნეული თავყვანისმცემლებისთვის. მადონა იმ ვარსკვლავთაგანია, რომელიც ვერ ეპუება დაბერებას, თუმცა დრო თავისას შვება და მრავალრიცხოვანი პლასტიკური ქირურგია მისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. თუმცა სულ სხვაა ფოტოგრაფია. ფოტოშოპის მასტერები ფოტოს დამუშავებისას საქმეში ისე ერთვებიან, რომ ხანდახან ზედმეტებშიც გადადიან და უკვე ასაკოვანი ქალბატონები 20 წლის გოგონებს ემსგავსებიან. ამიტომაც არ უნდა იყოს გასაკვირვი, რომ ფოტოებიდან მაცდურად მომზირალი ქალბატონი მადონას უზადო კანი ბევრ თინეიჯერს შეშურდება.