კაილა მარტელმა "მის დელავერის" ტიტული მოიპოვა და ისტორიაში პირველად "მის აშშ"-ის კონკურსის პირველი უთმო მონაწილე გახდა. ახლა გოგონა იმისთვის ემზადება, რომ კონკურსის ფინალის დროს საზოგადოებრივი სტერეოტიპები დაამსხვრიოს. ის ”მის მსოფლიოს” პოტენციური მონაწილეა. კონკურსის ორგანიზატორები გოგონას პარიკის გაკეთებას არ აიძულებენ, თუმცა მარტეპმა ხელოვნური თმის გამოყენება ამჯობინა, რათა "სხვა მონაწილეებს თავი უხერხულად არ ეგრძნოთ".
22 წლის კაილას თქმით, ადამიანები პირველი შეხედვისთანავე ფიქრობენ, რომ ის უკურნებელი სენით არის ავად და ქიმიოთერაპიის კურსს გადის. "პარიკის წყალობით ადამიანებთან ურთიერთობა მიადვილდება, რადგან ასე ჩემს მიმართ სიბრალულის გრძნობა არ უჩნდებათ", - აღნიშნა მან.
მარტელი "მის აშშ"-ის ტიტულზე სამი წლიდან ოცნებობდა, მაგრამ 10 წლის ასაკში მას თმის ცვენა დაეწყო. ექიმებმა გოგონას იშვიათი დაავადება აღმოუჩინეს - დიფუზური ალოპეცია, რაც თმის ნაწილობრივ ან სრულ გაცვენას იწვევს.
"ყველაფერი არც ისე საშინელია, როგორ ერთი შეხედვით ჩანს, - აცხადებს მარტელი. მთავარია, სხვა ადამიანები იპოვო, რომლებსაც იგივე დაავადება აქვთ, რათა თავი მარტო არ იგრძნო".
გაბედულმა გოგონამ დელავერის შტატის სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა. ახლა კი მთვარი ჯილდოს მოპოვებას ცდილობს - ის "მის მსოფლიოს" კონკურსის მონაწილე იქნება. კონკურსის ფინალი ლას-ვეგასში 15 იანვარს გაიმართება.