პარასკევი, 22.11.2024, 01:21

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 3 » ყველაზე მოდური წყვილები
15:10
ყველაზე მოდური წყვილები

ბრიტანული ჟურნალის "InStyle"-ის ვერსიით, კრისტენ სტიუარტი (Kristen Stewart) და რობერტ პატინსონი (Robert Pattinson) წლის ყველაზე მოდური წყვილია

ვამპირული საგის ვარსკვლავებმა უკან ჩამოიტოვეს სტილის განსახიერება - სარა ჯესიკა პარკერი (Sarah Jessica Parker), რომელიც თავის მეუღლესთან მეთიუ ბროდერიკთან (Matthew Broderick) ერთად, მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა.

სიაში მოხვდნენ სხვა ცნობილი მსახიობები და მომღერლები.

რეიტინგში მესამე ადგილი ჯონი დეპს (Johnny Depp) და მის მეუღლეს ვანესა პარადის (Vanessa Paradis) ერგო, ჩაცმის ორიგინალური სტილი მათ უკვე განსაკუთრებულად გამოარჩევს.

მეხუთე ადგილი ეშტონ კატჩერმა (Ashton Kutcher) და დემი მურმა (Demi Moore) დაიკავეს. მეექვსე პოზიცია ჯენიფერ ლოპესსა (Jennifer Lopez) და მის მეუღლეს, მარკ ენტონს (Marc Anthony) ერგოთ.

რეიტინგში მეშვიდე ადგილზე კეიტ მოსი (Kate Moss )და ჯეიმი ჰინსია (Jamie Hince), მერვე - ზაკ ეფრონი (Zac Efron) და ვანესა ჰაჯენსი (Vanessa Hudgens). ბოლო ადგილი კი მეთიუ მაკ-კონეჰს (Matthew McConaughey) და კამილა ალვესს (Camilla Alves) ერგოთ.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 1029 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]