რამდენიმე წლის წინ მსოფლიო კინოეკრანებზე დიდი წარმატებით გამოვიდა კომედია "წინადადება" (The Proposal), რომელშიც მთავარ როლს სანდრა ბალოკი (Sandra Bullock) და რაიან რეინოლდსი (Ryan Reynolds) ასრულებდნენ. ფილმი მოგვითხრობდა ძალაუფლებაზე შეყვარებულ უფროსზე, რომელიც თავის დამხმარეს აიძულებს, გარიგების სანაცვლოდ მას ცოლად გაჰყვეს. საბოლოოდ მათ ერთმანეთი უყვარდებათ.
კინოჩანაფიქრი რეალურ ცხოვრებაშიც განსახიერდა. მსახიობებს შორის რომანი გაჩაღდა. გადაღებების დროს რაიანი სკარლეტ იოჰანსონზე იყო დაქორწინებული, ხოლო სანდრა ჯესი ჯეიმსზე. მაგრამ არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ორივე ვარსკვლავი მეუღლეებს დაშორდა. რაიანი ორმხრივი
გადაწყვეტილებით - სკარლეტს, სანდრა კი ღალატის გამო ქმარს.
ასაკში მნიშვნელოვანი სხვაობა (რაიანი 35, სანდრა კი 47 წლისაა) ვერც სანდრას და ვერც რაიანს ვერ აფერხებს. წყვილის მეგობრების თქმით, მსახიობი მთელი ცდილობს სანდრას აყვანილ შვილს, შავკანიან ლუისს თავი მოაწონოს.
"რაიანს ბავშვები ყოველთვის უყვარდა და ყოველთვის ოცნებობდა შვილზე, მას ძალიან უნდოდა, რომ სკარლეტი დედა გამხდარიყო, მაგრამ საქმე მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა. ახლა რაიანს ლუისი ძალიან უყვარს. ბიჭიც ძალიან დაუახლოვდა რაიანს, სანდრა კი ამ ყველაფრით აღტაცებულია. სამივე ერთად უკვე ისე გამოიყურება, როგორც ერთი პატარა ბედნიერი ოჯახი" - აღნიშნა წყვილის მეგობარმა.