მთავარი » 2011 » დეკემბერი » 4 » რისი ეშინია ლეიდი გაგას
20:36 რისი ეშინია ლეიდი გაგას |
პოპ-ვარსკვლავმა ლედი გაგამ კრეატიული დირექტორი და ქორეოგრაფი ლორენ გიბსონი დაითხოვა, რომელიც მასთან 2007 წლიდან მუშაობდა. გაგამ twitter-ში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გიბსონი მის ახალ კლიპზე - Marry The Night-ზე არ იმუშავებს. გიბსონს მისი თანაშემწე რიჩარდ ჯექსონი შეცვლის. კლიპის რეჟისორი კი თავად მომღერალი იქნება. პოპ-ვარსკვლავის უკმაყოფილება მის იმიჯში გიბსონის შეტანილმა ცვლილებამ გამოიწვია. ქორეოგრაფის წყალობით ლედი გაგა "მეტისმეტად დაემსგავსა მადონას", რამაც გაგას კარიერაზე უარყოფითად იმოქმედა. გიბსონის დათხოვნის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ twitter-ში მისი გვერდი გაქრა.
|
კატეგორია: lady gaga |
ნანახია: 1436 |
დაამატა: Smileyz_xato
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|