პარასკევი, 22.11.2024, 14:50

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 5 » როგორ იქმნება ანჯელინა ჯოლის ვარსკვლავური იმიჯი?
13:58
როგორ იქმნება ანჯელინა ჯოლის ვარსკვლავური იმიჯი?

ფერები

ფერების მიმართ ანჯელინა ჯოლი მინიმალიზმის მკაცრ პოლიტიკას ინარჩუნებს და ყოველთვის შავ, ან ხორცისფერ ლაკონიურ ტანისამოსს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, მის გარდერობში მრავალი მელნისფერი, ცისფერი და წითელი ტანისამოსია.

ფეხსაცმელი

საღამოს კაბებისთვის ანჯელინა ხშირად ხორცისფერ ფეხსაცმელს არჩევს. ასეთი ფერის ფეხსაცმელი თანაბრად უხდება სხვადასხვა ფერის ტანისამოსს და ფეხსაც ვიზუალურად უფრო მაღალს აჩენს.

ჯანმრთელობა

მრავალშვილიანი დედა საკუთარ ჯანმრთელობაზე საგულდაგულოდ ზრუნავს, ჯანსაღად იკვებება, სპორტს მისდევს და იმუნიტეტის შენარჩუნებას ვიტამინებით ცდილობს. ამ ყველაფრის წყალობით, ის ძლიერ დატვირთვას უძლებს, რაც ხშირ მოგზაურობას, გადაღებებსა და ბავშვების მოვლას უკავშირდება.

იდეალური კანი

მსახიობი დეკორატიულ კოსმეტიკას მინიმალურად იყენებს და ისეთ საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც კანის ფორებს ნაკლებად აზიანებს.

ტუჩები

საოცარია, მაგრამ ანჯელინას ვიზაჟისტები მაკიაჟის კეთების დროს ცდილობენ, რომ მსახიობის ტუჩები ნაკლებად თვალშისაცემი იყოს. ამის გამო, ყველაზე ხშირად მას ნეიტრალური ტონალობის გამჭვირვალე პომადა უსვია.

მინიმალიზმი

"შავი კაბა ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩემი ტატუს შესახებ მან ყველაფერი იცის, მაგრამ არავის აჩვენებს", - აღნიშნავს ანჯელინა. მუქი ფერის სამოსი მას ძალიან უყვარს. ასეთი სამოსი ყურადღებას ნაკლებად იპყრობს და მსახიობის ბრწყინვალე გარეგნობას უსვამს ხაზს.

თმა

ანჯელინა ბუნებრივ თმას ანიჭებს უპირატესობას და თუ იღებავს, ყოველთვის ნატურალურ ფერებს არჩევს, ან სპეციალურად შავი თმისთვის შექმნილ შამპუნებს ხმარობს.

კაბები

მსახიობი ბრჭყვიალა აქსესუარების გარეშე ერთი ფერის სადა კაბებს ირჩევს. ანჯელინას გარდერობში მრავალი ისეთი კაბაა, რომელიც ავანგარდული ხელოვნების ნიმუშია.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 993 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]