პარასკევი, 22.11.2024, 20:04

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 18 » რონალდუ ქორწინდება
23:22
რონალდუ ქორწინდება

ცნობილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 25 წლის კრიშტიანუ რონალდუმ ირინა შეიკს ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი აჩუქა.
”რონალდუმ ირინას ხელი უნდა სთხოვოს, ისიც ვიცი, რომ მათ ქორწილის გადახდა კრიშტიანუს სამშობლოში სურთ”- განაცხადა პიოტრ ლისტერმანმა, რომლის შუამავლობით წყვილმა ერთმანეთი გაიცნო.
ნამდვილი ნადავლი
რუსი მოდელისა და ცნობილი ფეხბურთელის ურთიერთობა დღითიდღე ვითარდებოდა.
ჯერ იყო და იტალიაში მოგზაურობისას შენიშნეს, როცა ერთმანეთს ეალერსებოდნენ, შემდეგ კალათბურთის მატჩზე, რასაც ნიუ-იორკში რომანტიკული ვახშამი მოჰყვა.
დაიწყო მითქმა-მოთქმა, ვინ იყო ქალი, რომელიც ერთ ღამეში რონალდუს თანამგზავრად იქცა და ვისთანაც იგი მთელს თავისუფალ დროს ატარებდა.
მაგრამ ”მოულოდნელად” რონალდუს ვაჟი შეეძინა, რომლის დედის ვინაობა დღემდე უცნობია.
ზოგი ამბობს, რომ ფეხბურთელმა სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა, ზოგი კი მიმტანთან რომანის შესახებ საუბრობს, რომლის დუმილშიც რონალდუმ 10 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ამ ფაქტს საერთოდ არ შეუშფოთებია შეიკი: რონალდუ ხომ დღეში 200 ათას ევრომდე იღებს. ეპატიება ...
”მიყვარს ჩემი ”ბოიფრენდი”, ჩემი ცხოვრება და პორტუგალია. მინდა მას ბავშვის აღზრდაში დავეხმარო”, - განაცხადა შეიკმა.
”განსაკუთრებული ირინა არასდროს ყოფილა, კარგად სწავლობდა და სიმპათიური იყო, მაგრამ არ ბრწყინავდა”, - განაცხადა შეიკის ქიმიის მასწავლებელმა.
პირველად ის სააგენტო ”სვეტლანამ” შეამჩნია. ამას მისი სამოდელო ცხოვრების დაწყება მოჰყვა, აქ დაბანეს, დავარცხნეს და ცხოვრების ვიზაც მისცეს.
”პირველი იყო ”მის ჩელიაბინსკი 2004”-ში გამარჯვება, შემდეგ ამას მოსკოვში ფოტოსესიაზე მიწვევა მოჰყვა, თუმცა იქ ჩასული ირინა სააგენტოში არ გამოცხადებულა, თავის საყვარელთან ერთად გაუჩინარდა.
”ძალზედ გავბრაზდი და როცა ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, გავკიცხე. მანაც არ დააყოვნა და ყველაფერი თავის გავლენიან საყვარელს მოუყვა. მთელი თვე ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით მუქარები ისმოდა. მაშინ ძალიან შემეშინდა”, - ამბობს სააგენტოს დირექტორი სვეტლანა კლემენკო.
საბოლოო ჯამში, შეიკმა შანსი ხელიდან მაინც არ გაუშვა. GRACE models-თან კონტრაქტის დადების შემდეგ, ევროპის დასაპყრობად წავიდა.
მას შემდეგ, რაც ირინამ კარგი ცხოვრების გემო გაიგო, ყველა ძველი ნაცნობი დაივიწყა.
დაივიწყა თავისი უახლოესი მეგობარი კატია ბერეშენოვაც, რომლისთვისაც ევროპაში წასვლის შემდეგ ერთხელაც კი არ დაურეკავს. თუმცა კატია, თავის მხრივ, ყოფილ მეგობარს მუდმივად ამართლებს.
”იგი ტოპმოდელი კი არა ”თეთრეულის მოდელია”, არ მესმის რა იპოვა მასში ამ ფეხბურთელმა”, - ამბობს კლემენკო.
როგორც ჩანს, რონალდუს ირინა შეიკი ”კარგად ჩაებღაუჭა”.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 854 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]