პარასკევი, 29.03.2024, 02:07

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 20 » შაკირა ჰარვარდის პრემიას მიიღებს
18:51
შაკირა ჰარვარდის პრემიას მიიღებს

შაკირა ჰარვარდის ფონდის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს მიიღებს. მომღერალი ყოველწლიური ფესტივალის ”კულტურული რიტმების” ფარგლებში დაჯილდოვდება. შაკირა ჯილდოს 26 თებერვალს მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის და ქველმოქმედებისთვის მიიღებს. ფესტივალი სანდერსის თეატრში, კემბრიჯის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდება.

მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს ცნობილი მსახიობები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები იღებენ.

წელს შაკირამ ეს პრემია კულტურაში შეტანილი წვლილისთვის და ღარიბი ქვეყნის ბავშვების (ჰაიტელი ბავშვების) დახმარებისთვის მიიღო.

მომღერალმა ფონდ ”Barefoot Foundation”-თან თანამშრომლობა 18 წლის ასაკიდან დაიწყო. დღემდე მან ღატაკი ბავშვებისთვის 6 სკოლა გახსნა. ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფუნქციონირებს და მისი მიზანია დაამტკიცოს, რომ ყველა ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება.

შაკირა 2003 წლიდან ”იუნისეფის” კეთილი ნების ელჩია.

შაკირამდე ჰარვარდის ფონდის ჯილდო მიღებული აქვთ შერონ სტოუნს, უილ სმიტს, მეთ დეიმონს და სელმა ჰაიეკს.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 778 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]