მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 18 » ესპანეთში ძილის კონკურსი გაიმართა
23:08 ესპანეთში ძილის კონკურსი გაიმართა |
მადრიდში ძილის კონკურსი გამოცხადდა. ტურნირი, რომლის მონაწილენი ერთმანეთს სწრაფად და ღრმად დაძინებაში ეჯიბრებიან, ესპანეთის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ჩატარდა. ჩემპიონატის წესები მარტივია. თავდაპირველად მონაწილეები ვალდებულნი არიან დაწვნენ დივანზე და შემდგომ მათ დასაძინებლად 20 წუთი ეძლევათ. ქულები გროვდება სწრაფად დაძინების, ღრმა ძილის, უჩვეულო საძილე კოსტუმის, ორიგინალური აქსესუარების, უცნაური პოზების და სხვა კომპონენტების მიხედვით. შეჯიბრება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, თითო ტურში მონაწილეობის მიღება 5 ადამიანს შეუძლია. მსაჯები ყველაფერს აკვირდებიან. ექიმი კი "სპორტსმენის" გულის ფეთქვის სიხშირეს ამოწმებს. პირველი ეტაპის გამარჯვებული 47 წლის ფერმინ ლომინჩარი გახდა, რომელმაც 2 წუთში დაიძინა. ლომინჩარმა პრიზის სახით, სასაჩუქრე სერტიფიკატი მიიღო. ძილის ჩემპიონატი 23 ოქტომბერს დასრულდება. ათას ევროს ის მონაწილე მიიღებს, ვინც ყველაზე უკეთ დაიძინებს.
|
კატეგორია: ჭორები |
ნანახია: 759 |
დაამატა: Smileyz_xato
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|