16 წლის კანადელმა უკვე პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა, ცივი უარი მიიღო. სულ რამდენიმე დღის წინ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მასზე აპირებდნენ ბიოგრაფიული ფილმი გადაეღოთ. რეჟისორიც უკვე მოწვეული იყო – დევიდ გუგენჰაიმი. წინასწარი ცნობით, ფილმის გამოსვლა 2011 წლის 11 თებერვალს იგეგმებოდა.
მაგრამ ოსკაროსან რეჟისორს, როგორც ჩანს, ტინეიჯერ ჯასტინზე უფრო სერიოზულმა პროექტებმა მოსტაცა თვალი და უარი განაცხადა.
დევიდმა ოსკარი 2007 წელს მიიღო საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში. ამჟამად გუგენჰაიმი ახალ პროექტზე, "Waiting for Superman", მუშაობს. ახალი ფილმი ამერიკის განათლების სისტემას შეეხება. ასე რომ, ბიბერი დროებით ურეჟისოროდაა დარჩენილი.