ბრიტნი სპირსი ორი წლის განმავლობაში იყო აშშ-ის მაღაზიათა ქსელ "კენდის" სარეკლამო სახე, ახლა კი 29 წლის პოპ-პრინცესას თინეიჯერებში საკმაოდ პოპულარული მომღერალი 22 წლის ვანესა ჰადჯენსი შეცვლის. უკვე მზად არის ჰადჯენსის მონაწილეობით გადაღებული ვიდეორგოლი, სადაც ვარდისფრებში გამოწყობილი ვანესა "კენდის" ბრენდს უწევს რეკლამას. ბრიტნიმ კონკურენტს წარმატება უკვე მიულოცა.