შაბათი, 20.04.2024, 17:06

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 19 » ვიქტორია ბექემმა სმა დაიწყო
16:24
ვიქტორია ბექემმა სმა დაიწყო

ვიქტორია ბექჰემმა რესტორან "Maze"-ს სტუმრები გააკვირვა. თვითმხილველების თქმით, ვიქტორია ისე დათვრა, რომ მეგობარმა რესტორნის შენობიდან ძლივს ”გამოათრია”: ვიქტორიას ფეხები ერთმანეთში ებლანდებოდა, თავად კი ნახევრად ეძინა. ამის შესახებ "Экспресс-газета" წერს.

ავტომობილში ჩაჯდომის შემდეგ ვიქტორიას მეგობრის მხარზე ჩამოეძინა.

ბოლო დროს ვიქტორია თავისი ტანსაცმლის ახალი კოლექციის რეკლამითა და რეალიზაციით აქტიურად არის დაკავებული. როგორც ჟურნალისტები ვარაუდობენ, სწორედ ეს დაძაბული რიტმი გახდა იმის მიზეზი, რომ ვითარების განსამუხტად ვიქტორიამ სმას მიჰყო ხელი.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 969 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]