მთავარი » 2010 » ნოემბერი » 13 » ჟურნალმა "გლამურმა" "წლის ქალბატონი-2010 " დაასახელა
21:08 ჟურნალმა "გლამურმა" "წლის ქალბატონი-2010 " დაასახელა |
ჟურნალმა "გლამურმა" "წლის ქალბატონი - 2010" დაასახელა. ვარსკვლავებმა სხვადასხვა კატეგორიებში გაიმარჯვეს. "წლის ქალბატონის" ტიტული პოპულარულ მომღერალ ფერჯის ერგო. მან ეს ტიტული მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიიღო. მომაჯადოებელი ჯულია რობერტსი კი საქველმოქმედო საქმიანობისთვის და გარემოს დაცვისთვის დააჯილდოვეს. ლეგენდარულმა დონატელა ვერსაჩემ ჯილდო მოდის ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. ამერიკულმა გამოცემა "გლამურმა" "წლის ქალბატონი" მეოცედ გამოავლინა. ტრადიციის მიხედვით, გამომცემლობა ყოველწლიურად იმ ქალბატონებს აჯილდოვებს, რომლებიც, მათი აზრით, მსოფლიოს უკეთესობისკენ ცვლიან. საიუბილეო ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა. ფანების საყვარელი მომღერლები, მსახიობები,პოლიტიკოსი ქალები, დიზაინერები სხვადასხვა სფეროში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.
|
კატეგორია: ჭორები |
ნანახია: 775 |
დაამატა: Smileyz_xato
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|